„აღმოჩენებით ვსწავლობთ“ - ჩაისუბნის N2 სკოლის მე-4 კლასელები ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაეცნენ
21-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ლიტერატურული გაკვეთილი გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები „ცოცხალ ტყუილებს“, კერძოდ ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლებს გაეცნენ. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, ამიტომ შეიძინეს წიგნი, რომელშიც ბარონ მიუნჰაუზენის ისტორიებია თავმოყრილი.

მოსწავლეები, ასევე გაეცნენ საინტერესო ამბებს და დიორამების მეშვეობით მათი გაცოცხლება გადაწყვიტეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჯგუფებში მუშაობა ხალისით წარიმართა, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი დიორამები შექმნეს და პერსონაჟების როლებიც კი, მოირგეს.

მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი და იმსჯელეს თემაზე - „საინტერესოა, სად მთავრდება ტყუილი და იწყება წარმოსახვა“. 

„აღმოჩენებით ვსწავლობთ“, - აღნიშნავს გაკვეთილის ხელმძრვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია აბულაძე, რომლის გაკვეთილმა მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203