კიზილქილისას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის უხუცესი მკვიდრი - ბაირამ ბაირამოვი მოინახულეს
28-05-2018
კიზილქილისას საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სამამულო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 

მათ 9 მაისი, გამარჯვების დღე სოფლის უხუცეს მკვიდრს ბაირამ ბაირამოვს მიულოცეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. 

მოსწავლეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

ბოლოს საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს. 

ღონისძიებას დმანისის გამგეობა და მერი, გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203