საინტერესო საგანმანათლებლო კვირეული უბისის საჯარო სკოლაში
21-03-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ, ზრუნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებაზე, თვალსაწიერის გაფართოებაზე რაც მოწაფეთა განათლების ხარისხზე აისახება. 

უბისის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო კვირეული გაიმართა. კვირეულის თითოეული დღე სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა. 

18 მარტი დაეთმო ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს;
21 მარტი - ტყის რესურსებისა დაცვისა და ასევე ხის დარგვის დღეს,
ასევე 21 მარტს დაუნის სინდრომის დღე აღინიშნა.
22 მარტი კი წყლის რესურსების დაცვის დღეს მიეძღვნება. 

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ეკოლოგიურ პრობლემებზე იმსჯელეს, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული პრობლემები დაასახელეს, მათი გადამუშავების სოციალურ-ეკონომიმური სარგებელი აღნიშნეს. 

ბავშვებმა ასევე წაიკითხეს გამოცანები - „ნარჩენებზე“. აღნიშნეს თუ რა დრო სჭირდება ნარჩენების დაშლას და დასძინეს, რომ დაბინძურება გრძელვადიან პრობლემას წარმაოდგენს. 

ტყის დაცვის დღესთან დაკავშირებით, კი ბავშვებმა ტყის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, შეავსეს კითხვარები - „რა ვიცი, ჩემი ხის შესახებ“, ასევე სკოლის ტერიტორიაზე დარგეს ნერგები და წყლის რესურსების შესახებ მრავალფეროვანი აქტივობა შეასრულეს, გაითამაშეს მცირე სპექტაკლი - „წყლის ბინადართა გასაჭირი“, აღნიშნეს ვირტუალური წყლის მნიშვნელობა და ასევე, წყლის დამაბინძურებლები დაალაგეს რეიტინგის მიხედვით.

აქტივობები თანხვედრაში იყო მდგრადი განვითარების მე-6, მე-11, მე-12, მე-16, მე-17 მიზნებთან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203