ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტული ლიგა გაიმართა
21-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ჩატარდა სპორტული შეჯიბრება საქართველოს სასკოლო ლიგა 2023-2024, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, თამაშებში აქტიურად ჩაერთნენ სსსმ მოსწაფეებიც.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან დიდი იყო, ისინი სიხარულით ელოდნენ შეჯიბრების დღეს.

მათ დაამზადეს თავიანთი კლასების მხარდამჭერი პლაკატები, გულშემატკივრები სტვენითა და შეძახილებით ამხნევებდნენ თითოეულ გუნდს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203