ქვემო მახოს საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს ხალისით გამოეთხოვნენ
28-05-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ციცინო სამნიძის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „ანბანთან გამოთხოვება“ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უამრავი საინტერესო ლექსი და სახალისო მინი წარმოდგენა.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ლალი ქათამაძემ. 

„ანბანთა გამოთხოვება“ იყო მეტად საინტერესო და სახალისო. პირველი კლასის მოსწავლეები საუკეთესოდ წარდგნენ  დარბაზში დამსწრე მშობლების, ახლობლების, მეგობრებისა თუ მასწავლებლების წინაშე და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა შეძლეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლის ადმინისტრაცია პირველი კლასის მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს, კლასის ხელმძღვანელს კი ლამაზი ღონისძიებისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203