ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, ისინი მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურის მეორე (ფინალური) ტური ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა.
მასში ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის 2 მოსწავლე მონაწილეობდა. მეხუთეკლასელმა ნინი გამიშიძემ ნანა მეფარიშვილის - „მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ“ წაიკითხა და დაჯილდოვდა საუკეთესო დეკლამაციისთვის. მეათეკლასელმა ნინი კახიძემ კი გალაკტიონის - „რომელი საათია“ წაიკითხა და მეორე ადგილი დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე ემოციებით იყო დატვირთული.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: