მინაძის საჯარო სკოლაში „გაზაფხულის მეჯლისი“ გაიმართა
20-03-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ლამაზი და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება - „გაზაფხულის მეჯლისი“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

ისინი მაყურებლის წინაშე თბილი სიტყვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარსდგნენ. მათ ბუნების გამოღვიძების როლური ინსცენირება დადგეს და თემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ნამუშევრები შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203