ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ იქ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში, წარმატებით ფუნქციონირებს ოთხი კლუბი. ესენია: DIFFERENT MINDS (ხელმძღვანელი ნანა გულუა), „მწვანე სინათლე“( ხელმძღვანელი - ცირა გულუა), STEM (ხელმძღვანელი მაკა თოლორდავა) და CSS (ხელმძღვანელი მაკა პაპავა)
კლუბებში ყველა ღონისძიება და აქტივობა მოსწავლეების ორგანიზებულია და გამოირჩევა მათი მაქსიმალური ჩართულობით. როგორც სკოლაში გვიყვებიან, 2024 წელს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” კვლავ აქტიურად განარგძობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 სკოლასთან თანამშრომლობას.
გახსნით ღონისძიებაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ათინათსა” და სკოლებს შორის.
ღონისძიების ბოლოს 10-ვე პარტნიორ სკოლას საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი, პროექტორი და მრავალფუნქციური პრინტერი.
„სკოლის სახელით დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროექტის ორგანიზატორებს სასიამოვნო სიურპრიზისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: