ზუბის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე სანდრო ჩაკვეტაძეს izrune.ge-ს ტესტებში საამაყო შედეგები აქვს
20-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე სანდრო ჩაკვეტაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს წარმატებით ასრულებს. 

სანდრო ჩაკვეტაძეს სიამაყით მიენიჭა izrune.ge -ს ოქროს დიპლომი და ასევე გეოგრაფიის ოლიმპიადის - „ჩვენ და დედამიწა“ წარმატებით გავლისთვის დაიმსახურა სერტიფიკატი. 

აღსანიშნავია, რომ ზუბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობას ყოველთვის ახალისებენ, მოსწავლეთა წარმატება კი განსაკუთრებულად ახარებთ. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203