„უნდა ერეოდეს თუ არა მშობელი შვილის პირად ცხოვრებაში?“ - კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისკუსია მოაწყვეს 
21-03-2024

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, კრიტიკულ აზროვნებას ასწავლიან. 

სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა - გიული ზედგინიძემ IX, X, XI კლასის მოსწავლეებთან ერთად მოეწყო დისკუსია თემაზე - „უნდა ერეოდეს თუ არა მშობელი შვილის პირად ცხოვრებაში“. 

„დისკუსია იმაზე საინტერესო გამოდგა ვიდრე ვვარაუდობდი“- ამბობს პედაგოგი და დასძენს, რომ ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მშობელი უნდა ერეოდეს შვილის პირად ცხოვრებაში, მაგრამ ზედმეტი აკრძალვებიც მათთვის ძალიან გამაღიზიანებელია.

დისკუსია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203