წალკის N2 საჯარო სკოლაში პირველი და მეთორმეტე კლასელები გააცილეს
28-05-2018
წალკის N2 საჯარო სკოლაში პირველი და მეთორმეტე კლასის გამოსაშვები ღონისძიებები ჩატარდა. პირველკლასელებმა ანბანი გააცილეს და მაყურებელს ლექსებითა და სიმღერებით დაემშვიდობნენ.
უფროსკლასელებმა კი გამოსაშვები ღონისძიება ღია ცის ქვეშ გამართეს.
ბოლო ზარმა სკოლაში მხიარულად და ხალისიანად ჩაიარა. იხილეთ ფოტოები