სადახლოს N1 სკოლაში ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს გრანდიოზული ღონისძიება მიეძღვნა
21-03-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული გრანდიოზულად აღინიშნა. ამ დღეს, მოსწავლეთა შემოქმედობითობამ და ამაღლებულმა განწყობამ მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა.

ღონისძიება პედაგოგ აიაზ ხუდიევის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე ბევრი სტუმარი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილეები როვშან ისგანდაროვი და მოადგილეები ომარ ირიშოვი.

მათმა ასეთმა აქტიურობამ და ჩართულობამ მოსწავლეთა განწყობა, მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე იყო.

სასკოლო საზოგადოება ამ დღეს ყველას ულოცავს და მშვიდობას უსურვებს.

„სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების სახელით, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს ვულოცავთ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს. იმედია, ეს დღესასწაული კარგი იქნება ყველა აზერბაიჯანელისთვის და საქართველოსთვის. მშვიდობა და სიმშვიდე ჰქონდეს მთელ მსოფლიოს. მრავალ ასეთ დღესასწაულებს დავესწროთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203