„მეგრული კერძების დღე“ - ურთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო გაკვეთილი
20-03-2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში, დასკვნითი გაკვეთილი თემაზე: „მეგრული კერძების დღე“ ჩატარდა. მოსწავლეებმა კლასში აღნიშნული კერძები წარადგინეს და პრეზენტაცია გააკეთეს იმის შესახებ, თუ საიდან იღებს სათავეს თითოეული კერძი, რა სპეციფიკით ხასიათდება მეგრული სამზარეულო.
„მათ პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრეს, რა ბუნებრივი პირობები არსებობს იმისთვის, რომ სამეგრელოში მთავარი კერძების აუცილებელი ინგრედიენტი არის რძე და რძის ნაწარმი, ისაუბრეს კლიმატზე და სამეგრელოში არსებულ ღირსშესანიშნაობებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ კლასის დამრიგებელი მანანა მალანია და ურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ზაქარაია.
ღია გაკვეთილის ორგანიზატორი, ჩვენი საქართველოს პედაგოგი ლანა პაჭკორია გახლდათ.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს