დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა ხელით მოხატულ-მოჩუქურთმებული მისალოცი ბარათები
20-03-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი იმართება.
ამჯერად, დედის დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასში, დამრიგებელმა მაია ბეჭვაიამ თემატური აქტივობები განახორციელა. მათ მიმდინარეობაში პატარა მოსწავლეები განსაკუთრებული მონდიმებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ მისალოცი ბართები დაამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მათ საყვარელი მშობლების გულის გახარება შეძლეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს