
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, საქართველოსა და მსოფლიოს მდინარეების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა საქართველოზე გამავალი უდიდესი მდინარეების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ამომწურავად ისაუბრეს. მათ ასევე აღნიშნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მდინარეებს ქვეყნებისთვის.
აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მათ საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს, რაც მომავალშიც აუცილებლად გამოადგებათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, პრეზენტაციები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: