
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად კი, გაზაფხულის დღესასწაულები საზეიმოდ აღინიშნა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაზაფხული სიცოცხლის საწყისია და ბუნებრივიცაა, რომ დედის დღეს 3 მარტს აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები გაიმართა. მათ შორის კი, მოსწავლეებისა თუ სასკოლო თემისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ორი აქტივობა იყო.
ქართული კალიგრაფიის წრის მოსწავლეებმა (III-Vკლასი) მისალოცი ბარათები მოამზადეს, ლამაზი ხელწერით გააფორმეს და მოხატეს. გარდა ამისა,ლექსები დედასა და გაზაფხულზე ისწავლეს და წაიკითხეს.
ასევე, ინგლისური ენის წრის მოსწვლეებმა (III-VII კლასი) წარმოდგენა მოამზადეს, იმღერეს, იცეკვეს, 3 მარტი ყველას მიულოცეს. გარდა ამისა, დედებსა და დარბაზში მყოფ ყველა ქალბატონს ყვავილები მიართვეს.
აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი - ლუსინე მანუჩარიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი მ.გუნია.
„მოსწავლეების გულმოდგინე მზადება დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისადმი სახალისო და საინტერესო იყო. სასიამოვნო ემოციები მონაწილეებმაც და მსმენელებმაც თანაბრად გაინაწილეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: