
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებასა და კონკურსში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურების ორი მოსწავლე მხატვრულ კითხვის კონკურსში მონაწილეობდა.
დაწყებითი საფეხურის მე-6 კლასის მოსწავლემ - ნატა ქაჯაიამ( მასწავლებელი ირინე მელაძე) აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი მიიღო, ხოლო საბაზო საფეხურის მე-9 კლასელმა - ნინი ნაგერვაძემ (მასწავლებელი ირმა ქუტიძე) პირველი ადგილის დამადასტურებელი სიგელი დაიმსახურა.
მოსწავლეებმა კონკურსში შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: