
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიამით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოძიებული ინფორმაციები დამსწრე საზოგადოებას გააცნეს.
ბავშვებმა ასევე სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანები შეასრულეს და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს. აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
სკოლაში, როგორც გვიყვებიან, ნამდვილი მათემატიკური დღესასწაული მოეწყო.
14 მარტი π რიცხვის საერთაშორისო დღეა. ეს დღესასწაული ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ შემოიღო 1987 წელს.
იხილეთ ფოტოები: