ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა π რიცხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
20-03-2024

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, პროექტ „π რიცხვის საერთაშორისო დღის“ ფარგლებში, განსაზღვრული ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება მიეძღვნა მათემატიკის საერთაშორისო დღეს, რომელიც მათემატიკის მნიშვნელობისა და როლის ხაზგასასმელად, ბევრ ქვეყანაში აღინიშნება.

პროექტში ჩაის მეურნეობის სკოლასთან ერთად ჩართული იყო ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლა.

პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო სკოლათა შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და სასკოლო საზოგადოებაში მათემატიკური ცნობიერების ამაღლება.                                                                              

აღნიშნულ დღეს, კლასში, ორივე სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, შექმნეს ანიმაცია, დაამზადეს პოსტერები, რომელშიც მოთავსებული იყო π რიცხვის ისტორია.

X კლასის მოსწავლემ - ანრი ჯაიანმა დაამზადა საათი, სადაც გამოყენა π რიცხვის კავშირი გრადუსულ ზომასთან.

აქტივობები ძალიან საინტერესო იყო, რომლებმაც ბავშვებს მოტივაცია და განწყობა აუმაღლა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203