საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკურ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის  დაჯილდოვდნენ
20-03-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, IV ა კლასის მოსწავლეებმა „ევერესტის“ ოლიმპიადაში იასპარეზეს წარმატებით. ოქროს ტურის გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები საკუთარი ხელით გადასცა ოლიმპიადის დამფუძნებელმა დაჩი ნანობაშვილმა.

ოქროს ტურის გამარჯვებულები გახდნენ:

  • ბარბარე მეცხოვრიშვილი (ვერცხლის სიგელი);
  • ავთანდილ ხვედელიძე ( ვერცხლის სიგელი);
  • ლუკა დეკანოიძე (ბრინჯაოს სიგელი).

სამტურიანი ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეები არიან: ნია კაპანაძე, დემეტრე ყაველაშვილი, ლუკა კილაძე.

მოსწავლეთა წარმატებით სკოლაში ამაყობენ და მათ კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203