ორჯის საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა ქალთა საერთაშორისო დღის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს
20-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს. იქ მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება. 

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა 8 მარტი აღნიშნეს. მათ რუსული ენის მასწავლებელ სათენიკ კარაპეტიანთან ერთად, თემატური პოსტერები მოამზადეს და ქალბატონებს ეს დღე ძალიან საინტერესოდ მიულოცეს. 

ამასთან დაკავშირებით, გაკვეთილი დღესასწაულების შესახებ გაიმართა. მოსწავლეებმა კი საინფორმაციო ბუკლეტებიც მოამზადეს, მათ ცოდნა გამოავლინეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203