აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეების - დიანა ანანიძისა და ლიკა ბოლქვაძის ლექსები კრებულში დაიბეჭდა
20-03-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის ნიჭიერი, შრომისმოყვარე მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

მათ შორის, სკოლის ლიტერატურული კლუბი „მზე“ აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში. ამჟამად, კლუბის წევრები - დიანა ანანიძე და ლიკა ბოლქვაძე საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის ლიტერატურულ კონკურსში - „თანამედროვე გალაქტიონი“ მონაწილეობდნენ.

კონკურსის ჟიურიმ 1000 მონაწილე მოსწავლის ნამუშევრიდან 116 ნამუშევარი დადებითად შესაფასა, მათ შორის არის დიანა ანანიძისა და ლიკა ბოლქვაძის ლექსები, რომლებიც შეიტანეს კრებულში, რომელსაც ჰქვია „კვლავ გვინათე, როგორც ახლა გვინათ...“

ლიტერატორთა კავშირმა მოსწავლეებს საჩუქრად წიგნი და სიგელი გადასცა, ხოლო კლუბის კურატორს, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვან მასწავლებელს, ირინე გორგაძეს - სერტიფიკატი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203