საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველა პირობა აქვთ, მიიღონ საფუძვლიანი განათლება, აქტიურად ჩაერთონ შემეცნებით პროექტებში, მიაღწიონ არაერთ წარმატებას, განიმტკიცონ ცოდნა და მომზადებულები შეხდვნენ გამარჯვებებითა და გამოწვევებით გაჯერებულ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ეტაპს.
აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის სახელობის გიმნაზია მუდმივად ორიენტირებულია მოსწავლეების სასწავლო-შემეცნებითი უნარების განვითარებაზე და ხელს უწყობს მათ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო ღონისძიებებში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ...
სწორედ ასეთ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო გიმნაზიის IX „ბ“ კლასის მოსწავლე, თევდორე ნამგალაძე (დამრიგებელი მაყვალა ანთაძე).
თევდორემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერების სექციაში, რომელიც გაიმართა იტალიის ქალაქ რომში, ტორ ვერტეგას უნივერსისტეტში (Tor Vertega University of Rome).
აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს Erasmus-ის პარტნიორობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ მეცნიერული მეთოდების ახსნა/გამოყენება, გამოთქვან ჰიპოთეზები, შეაფასონ ინფორმაცია, განივითარონ ემოციური ინტელექტი და შეძლონ სტრესული სიტუაციების მართვა. მათ ასევე შესაძლებლობა ეძლევათ გაიცნონ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მასწავლებლების, მკვლევარებისა და თანატოლების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სიახლეები...
„გიმნაზია ულოცავს თევდორეს ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპზე გადასვლას და უსურვებს ულევ წარმატებას ცხოვრებაში...“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.