ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედებისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება
20-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს დიდი მონდომებით აღნიშნავენ.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც, რა თქმა უნდა, დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს. მათ საყვარელ დედებსა და დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის დღესასწაული მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შესრულდა. მოსწავლეებმა დედებს თემატური ლექსებიც მიუძღვნეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საყვარელი მშობლების გული გაახარეს და მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს