
ხონის მუნიციპალიტეტის, დედალაურის საჯარო სკოლაში ყველაფერი კეთდება, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონკურსებში მონაწილეობით განიმტკიცონ მიღებული ცოდნა და შეიძინონ ის ძირითად უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
ახლახან, ქუთაისში ჩატარდა ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, BRAINS.GE-ს ორგანიზებით, სადაც წარმატებით იასპარეზა დედალაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ - მარიამ ყურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მარიამი კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა და მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა, რისთვისაც მას დიპლომი გადაეცა.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მარიამს ამ მიღწევას და ამაყობს როგორც მისი, ასევე თითოეული მოსწავლის წარმატებებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.