
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; სხვადასხვა ღონისძიებაშიც აქტიურად მონაწილეობენ და მშობლიურ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს, ოჯახის წევრებს სიამაყით აღავსებენ.
ახლახან, ქვემო მახოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელმა - გეგა ნოღაიდელმა მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებულ მხატვრული კითხვის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილიც დაიმსახურა.
„ჩვენმა მოსწავლემ ძალიან ემოციურად, საოცარი მხატვრულობით წაიკითხა ი. ნონეშვილის ლექსი „ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული“ და ჟიურის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მხატვრული კითხვის კონკურსში გეგამ მეორე ადგილი დაიმსახურა;
ვულოცავთ მას ამ შესანიშნავ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის სახელით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: