ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფართო აუდიტორიას წარმატებული პროექტების ანგარიში წარუდგინეს
20-03-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიან განათლება, აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე ზოგადად სასკოლო ცხოვრებასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული კლუბების საქმიანობაში, რომლებმაც სხვადასხვა მიმართულებით, მნიშვნელოვნად უნდა აუმაღლონ ცნობიერება.

ახლახან, ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გაერთიანებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ყვარლის ევრო კლუბში ჩატარდა.

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინეს USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ პირველ სემესტრში განხორციელებული პროექტების ანგარიში:

„ძალადობა და მისი სახეები“

„შენ ეს უნდა იცოდე!!!“

აღსანიშნავია, რომ პროექტები განხორციელდა სამოქალაქო განათლების პედაგოგის მანანა ბახტურიძის ფასილიტაციით;

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK... მადლობა მათ ასეთი შესაძლებლობისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203