ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ასოცირებულმა პროფესორმა ფარმაციის შესახებ ლექცია ჩაატარა
21-03-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ.

ახლახან, ჭარნალის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში უმასპინძლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს - ეთერ ჯაყელს.

შეხვედრა ნაყოფიერი იყო. მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია ფარმაციის არსზე, მნიშვნელობაზე, საზოგადოებისათვის ფარმაცევტის როლზე.

ძალიან საინტერესო იყო შეხვედრის პრაქტიკული ნაწილი, სადაც მოსწავლეებმა მოცემული რეცეპტის მიხედვით დაამზადეს წამლის ფორმა-ფხვნილები, რომლის დროსაც დარწმუნდნენ, რამდენად საპასუხისმგებლოა ფარმაცევტის საქმიანობა.

დაიგეგმა მოსწავლეების საპასუხო ვიზიტი ბსუ-ში.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოწვეულ სტუმარსა და ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებლებს საინტერესო შეხვედრისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203