აქტიური „იზრუნელები“ ქარიატის საჯარო სკოლიდან - ლილე ბჟალავამ და მარიამ ძაგანიამ წარმატების დამადასტურებელი დიპლომი და სერტიფიკატი მოიპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ლილე ბჟალავა და მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ ძაგანია izrune.ge -ს მამოტივირებელ, საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებენ. ამჯერად, მარიამ ძაგანიამ, თებერვლის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის, ბრინჯაოს დიპლომი დაიმსახურა, ხოლო ლილე ბჟალავამ გეოგრაფიის ოლიმპიადა - ჩვენ და დედამიწა შეასრულა საამაყოდ და სერტიფიკატი მოიპოვა.
ისინი მოტივირებული, აქტიური, ნიჭიერი და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: