„საქართველოზე უთქვამთ...“ - ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა დამოუკიდებლობის იუბილეს პოეზიის საღამოს უძღვნის
28-05-2018
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მეექვსე პირველი კლასის მოსწავლეებმა, ნატო ჩხაიძის ხელმძღვანელობით ,საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად მოაწყვეს პროექტის პრეზენტაცია - ,, საქართველოზე უთქვამთ..."

მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს მათ მიერ შედგენილი ლექსების კრებულები წარუდგინეს: ,,საქართველოზე უთქვამთ ..." და ,,დედამიწა და პატარა საქართველო", რომლებშიც საქართველოსადმი მიძღვნილ საუკეთესო ლექსებს მოუყარეს თავი.

ლექსების კრებულებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს და მათთან ერთად წაიკითხეს ლექსები საქართველოზე.

ისტორიის მასწავლებელმა, ნინო ებრალიძემ კი დამოუკიდებლობის აქტის მიღებასა და პირველი რესპუბლიკის შექმნის შესახებ ისაუბრა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203