თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწვლეებმა მეორადი ნივთებისგან „მწვანე არქიტექტურა“ შექმნეს
20-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არიან ჩართული. ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების გაკვეთილზე, მასწავლებელ თამარ უზუნაძის ხელმძღვენლობით, მეორეული ნივთებისგან „მწვანე არქიტექტურა“ შექმნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები განსხვავებულ ხერხებს იყენებენ, მიზანმიმართულად ირჩევენ და ავითარებენ სხვადასხვა მასალის (ბუნებრივი, ხელოვნური) გამოყენების გზებს, მცირე პლასტიკის ნიმუშისთვის. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ ისაუბრონ და გამოხატონ პირადი დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემების შესახებ და პრაქტიკული საქმიანობის საშუალებით, საკუთარი პოზიცია გამოავლინონ. 

მათი ნამუშევრები მართლაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203