ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი სათამაშოები დაამზადეს
20-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, თემაზე - „საოცარი ბავშვები“ საინტერესო აქტივობა განხორციელდა. მასწავლებლის დახმარებით ბავშვებმა სხვადასხვა მასალით შექმნეს სათამაშოები, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დიდარი კონცელიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილის მიზანი იყო მეტყველების უნარის გავარჯიშება, ასევე ბავშვებს გაეგოთ, რისი გაკეთება შეუძლიათ საკუთარი ხელით.

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეძლეს სასწავლო და საყოფაცხოვრებო ნივთების კლასიფიკაცია.

პატარებმა, როგორც გვიყვებიან, ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს და დაეხმარნენ ერთმანეთს.თავიანთ სათამაშებს სახელებიც დაარქვეს და ამბავიც მოიფიქრეს საყვარელ პერსონაჟზე.

„ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ფორმის, ზომის აღქმას, ვიზუალური და ნატიფი მოტორული, სააზროვნო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203