ლაჯანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
20-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, სხვადასხვა სახის ინტელექტუალური შეჯიბრებები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“ გაიმართა. მოსწავლეებმა თამაშისას სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203