ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება შემოქმედებით კონკურსში
20-03-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებიან.

ამჯერად, ისინი კონკურსში „თანამედროვე გალაკტიონი“ მონაწილეობდნენ. მათ დახატეს, გარდა ამისა, ლექსები, ესსე და მოთხრობა დაწერეს. მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს.

გამარჯვება შემდეგმა მოსწავლეებმა მოიპოვეს:

ლიკა კუხიანიძე (ნახატი) - VII -კლასი, ხელმძღვანელი - ხელოვნების პედაგოგი - ნანა ჩილაშვილი;
ნინო მაჭარაშვილი (ლექსი) - VIII კლასი, ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი -ნინო წალდაძე;
მარიამ გელაშვილი (მოთხრობა) - X კლასი, ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნინო წალდაძე;
თამუნა გიგოლაშვილი ( ესსე) - X კლასი, ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნინო წალდაძე.

„მადლობა სკოლას, ადმინისტრაციას, მშობლებს, თანადგომისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203