მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული ნამუშევრები 
25-03-2024

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, არამედ მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებზე აისახება. 

ამის ნათელი მაგალითია, ზღაპრული ნამუშევრები, რომლებიც საახალწლო თემატიკაზე შეიქმნა. პატარა ხელებით შექმნილი საახალწლო განწყობა მართლაც რომ შთამბეჭდავი სანახავია. 

მოსწავლეებს შემოქმედებითი აქტივობა ხელოვნების მასწავლებელმა ხათუნა გორდელაძემ შესთავაზა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით ყოველთვის ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203