უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
20-03-2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური პოსტერი დაამზადეს, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს. გარდა ამისა, ნარჩენების სახეებსა და მისი შემცირებისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათ მეორადი ქაღალდისგან საქართველოს დროშა დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პლასტმასის ნარჩენები და მაკულატურა შეაგროვეს.
თითოეულმა აქტივობამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს