
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი აქტიურად ფუნქციონირებს.
ამჯერად, ეკოკლუბს საჩუქრად ლეპტოპი და ფერადი პრინტერი საჩუქრად გადაეცა. მათ აღნიშნული საჩუქარი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის - „კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდების ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა“, EU4Dialogue პროგრამის ფარგლებში, მიიღეს.
ეკოკლუბის წევრები და სკოლის დირექცია პროექტის ხელმძღვანელს - ნინო თიგიშვილს მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორინტირებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: