მაჭატიის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა
20-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოებამ გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნა, რასთან დაკავშირებითაც ღონისძიება სახელმწიფო ენაზე გაიმართა. ის ქართული ენის მასწავლებლების - ვენერა მღებრიშვილისა და ხათუნა ლომიძის, ასევე ბილინგური სწავლების სპეციალისტის - სოფია ვახტანგიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
დედის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შეისწავლეს ლექსები, სიმღერები. გარდა ამისა, ხელნაკეთი ყვავილები დაამზადეს, საყვარელ დედიკოებს აჩუქეს და 3 მარტი ასე მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა ანაიტ პარონიანმა მშობლებს ეს დღე მიულოცა და მასწავლებლებს, საინტერესო ღონისძიების ჩატარებისათვის, მადლობა გადაუხადა.