ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშების ციკლი გრძელდება
20-03-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ყოველწლიურად ტარდება ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის?“ , რომელშიც მონაწილეობენ საბაზო და საშუალო საფეხურის - მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

თამაშს ხელმძღვანელობენ სკოლის დირექტორი დოდო ხახუტაიშვილი და ისტორიის ახალგაზრდა მასწავლებელი სულხან შაქარიშვილი, რომელიც ყოველ პარასკევს საოცარი შეკითხვებითა და „შავი ყუთით“ აინტერესებს მოსწავლეებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში დაიწყო თებერვალში, ის ტარდება ყოველ პარასკევს და გაგრძელდება მაისის ბოლომდე.

„თამაშში, საბოლოოდ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც  სკოლის დირექცია მოუწყობს სიურპრიზს, რასაც ჯერ არ ამხელენ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203