საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე-3 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი 
20-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ეზოპეს იგავი „ორი ამხანაგი“ ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა წაკითხული იგავის შესახებ არგუმენტირებულად იმსჯელეს, მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს. 

გაკვეთილი, რომელსაც ხელმძღვანელობდა აღნიშნული საგნის მასწავლებელი ედიტა კანკია, ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებასა და არგუმენტირებულად მსჯელობის უნარებს უვითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203