
არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება.
მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
მოსწავლეებს კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაზოგვა ამიტომ ეკო-ნაძვის ხე შექმნეს.
საინტერესო აქტივობა მე-8 კლასის მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილზე მასწავლებელმა - ხათუნა გორდელაძემ შესთავაზა, ბავშვებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწვლებელს სიამაყის საფუძველი მისცეს.
იხილეთ ფოტო: