ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ნახატები შექმნეს
20-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის II კლასში, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი გრეტა ჰაროსიანი.

გაკვეთილის თემა იყო - „გეომეტრული ფიგურები“. მეორე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, გეომეტრიული ფიგურების დახმარებით, მრავალფეროვანი ნახატები შექმნეს.

ისინი აქტივობებში დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან სახალისო და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203