„რაზედ იცინოდნენ ყვავილები?“-საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეთა აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
20-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „რაზედ იცინოდნენ ყვავილები?“ 

მოსწავლეები ჩაერთნენ სახალისო აქტივობებში, ტექსტის დეტალებზე დაკვირვების შედეგად, იმსჯელეს პერსონაჟების ხასიათის, თვისებებისა და ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. დაგეგმილი აქტივობები მიზნის შესაფერისი იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას, მსჯელობის უნარს უვითარებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203