მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
21-03-2024

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად სკოლაში მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეების - ირაკლი ტოკლიკიშვილის, მათე მეფარიშვილისა, ლუკა გოის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

მოსწავლეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ოზურგეთის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს. მაკვანეთის საჯარო სკოლა უსურვებს წარმატებებს ნორჩ სპორტსმენებს.

მოსწავლეთა მასწავლებელი დავით დევდარიანი გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ მაკვანეთის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობაზე აისახება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203