იანეულის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა 
20-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, საბუნებისმეტყველო და დაწყებითების კათედრის ხელმძღვანელობით π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

გაკვეთილს მასწავლებლები: ელენე სიხარულიძე და ეთერ ქარქუზაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს. მათ ასევე აღნიშნეს თუ რას ნიშნავს π რიცხვი და რა დატვირთვა აქვს მას მათემატიკაში.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ინფორმაციული და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

14 მარტი π რიცხვის საერთაშორისო დღეა. ეს დღესასწაული ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ შემოიღო 1987 წელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203