თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება
21-03-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები სასწავლო წლის განმავლობაში მათ არაერთ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო საახალწლო ღონისძიება, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ზეიმზე იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა შესაძლებლობებმა და შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს დღე ძალიან ლამაზი, ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

ღონისძიებას პედაგოგი გულსანდა ნეიმატოვა ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203