თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
20-03-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ დღეს, მოსწავლეებმა დედებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მშობლებს მათ ცხოვრებაში და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203