მუხურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია გამართა 
20-03-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხზე აისახება.

15 მარტს, სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები როგორებიცაა:

1. ქალთა საერთაშორისო დღის ისტორიული მიმოხილვა;
2. ქალის უფლება დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში;
3. გენდერული თანასწორობის გამოწვევები ჩვენ საზოგადოებაში;
4. ნაადრევი ქორწინება.

 მოხსენება საინფორმაციო შემეცნებითი ხასიათის გახლდათ, თუმცა დასასრულს აღნიშნული საკითხისადმი აუდიტორიასა და კლუბის წევრებს შორის დიალოგის ფორმით  კონკრეტული საკითხების შეფასება და მათი პირადი დამოკიდებულებების მოსმენა საინტერესო გახლდათ. 

აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203