
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა საგაზაფხულო ღონისძიება, რომელიც შთამბეჭდავად წარიმართა და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა.
მათ შორის გაიმართა „მუსიკალური რინგი“ (ხელმძღვანელი მუსიკის მასწავლებელი მზია ცხადაია), რომელიც განსაკუთრებით სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
აქტივობაში ჩართული იყვნენ როგორც მოსწავლეები ასევე მასწავლებლები, სამი გუნდიდან გამოვლინდა ერთი გამარჯვებული.
სკოლის დირექტორმა მარინა ბრეგვაძემ ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე.