სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი მაისის თვე იდგა
28-05-2018

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში მაისის თვე განსაკუთრებული აქტივობებით გამოირჩევა.

სკოლის დირექტორმა, ქეთევან ობოლაშვილმა მათემატიკაში გარე დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა მესამე კლასში.

ღონისძიება 4 კრედიტქულით შეფასდა.

ეს არის ერთ - ერთი ნაბიჯი მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად.

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლამ საყვარელი მეთორმეტეკლასელები წარმატებული მომავლისკენ გააცილა.

ბოლო ზარზე მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და მშობლიურ სკოლას ბედნიერი წლებისთვის მადლობა გადაუხადეს.

მოგვიანებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს თემაზე : „ანბანის გაცილება.“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203